გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ 19-ით 60 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 5924. დადებითობის მაჩვენებელი ისევ იზრდება: დღიური – 12,53%, ბოლო 14 დღის – 10,93%, ბოლო 7 დღის – 10,72%.
ამასთან, მორიგი რეკორდი დაფიქსირდა დღიური აცრების კუთხით – გუშინ აცრა 30067-მა ადამიანმა ჩაიტარა. ჯამში ჩატარებული აცრების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1010096 შეადგინა.
მაღალია სამედიცინო დაწესებულებების დატვირთვის მაჩვენებელი – ჰოსპიტლებში 7410 ადამიანი მკურნალობს.