გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსს 60 პაციენტი ემსხვერპლა. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 8 სექტემბერს დაფიქსირდა.
დადასტურდა ინფიცირების 2515 შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი ისევ მაღალია და 7,8%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის – 7,61%-ს, ბოლო 7 დღის – 7,32%-ს.
დღიურად აცრილია 24 941 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 882 კოვიდპაციენტი იმყოფება.