ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ანესთეზიოლოგმა და რეანიმატოლოგმა ზვიად ლომიძემ.
ექიმმა მოკლედ ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დადებით და უარყოფით მხრარეებზეც:
,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მისასალმებელია. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა და გაძლიერება მისაღები და აუცილებელია. ოჯახის ექიმის ერთ–ერთ ნიშვნელოვან მოვალეობას წარმოადგენს ვიწრო სპეციალისთვის ინფორმაციის მიწოდება პაციენტის შესახებ ან ხშირშემთხვევაში მისი გადამისამართება. ეს ძალიან გაგვიადვილებს მუშაობას. ეს რეფორმა პაციენტებზეც დადებითად აისახება და მკურნალობის პროცესი გამარტივდება. მათ ზუსტად ეცოდინებათ თუ ვისთან უნდა მივიდნენ ამა თუ იმ დაავადების შეთხვევაში და შემდგომ, საჭიროების დროს, მოხდება ვიწრო სპეცილისტთან გადამისამართება”.
ექიმი რეფორმის წარმატების ერთ–ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას, ოჯახის ექიმების ანაზღაურებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ დღეს მათი ანაზღაურება არც ისე სახარბიელოა. ამასთან, მიაჩნია, რომ დღეს ექიმის მოტივაციას, გარკვეულწილად, მისი დაფინანსებაც განსაზღვრავს.ზვიად ლომიძემ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა პრეპარატების გაძვირებასთან დაკავშირებით:
,,მედიკამენტები საგრძნობლად გაძვირდა. რაც პაციენტებს და ექიმებს დისკომფორტს უქმნის. როდესაც პაციენტს პრეპარატის ყიდვის შესაძლელობა არ აქვს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდებით, რადგან სწორედ მედიკამენტი განაპირობების პაციენტის მომავალ მდგომარეობას. ვფიქრობ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ამ საკითხში. მან აუცილებლად უნდა დაარეგულიროს მედიკამენტებზე ფასები, თუნდაც ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებით’’.