მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 53 გარდაცვლილი და დადებითობის 11% – ეპიდსიტუაცია ისევ საგანგაშოა

53 გარდაცვლილი და დადებითობის 11% – ეპიდსიტუაცია ისევ საგანგაშოა

კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი წინა დღესთან შედარებით შემცირდა და 5 206 შეადგინა. თუმცა მაღალია დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,71%, ბოლო 14 დღის – 9,34%, ბოლო 7 დღის – 9,77%.

გაიზარდა ლეტალობის მაჩვენებელი – ერთ დღე-ღამეში 53 პაციენტი გარდაიცვალა, რაც 17 სექტემბრის შემდეგ მაქსიმალური ნიშნულია.

ერთ დღეში 3 469 ადამიანი აიცრა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …