გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი რეკორდული რაოდენობის ადამიანს – 4827 პირს დაუდასტურდა. იმ პიკური მაჩვენებლის შემდეგ, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა (2020 წლის 5 დეკემბერი), ეს დღიური ინფიცირების მაქსიმალური მონაცემია. მაღალია დადებითობის მაჩვენებელიც: დღიური – 10,99%, ბოლო 14 დღის – 7,41%, ბოლო 7 დღის – 8,08%.
ინფიცირებულებს შორის უმეტესობა – 2300-მდე შემთხვევა – თბილისზე მოდის. მეორეა აჭარა 634 ახალი შემთხვევით, მესამე კი იმერეთი, სადაც ერთ დღე-ღამეში კორონავირუსი 500-მდე ადამიანს დაუდასტურდა.
გუშინ ქვეყანაში 16677 ადამიანი აიცრა, სულ იმუნიზებულია 523466 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6045 ინფიცირებული რჩება, კლინიკურ სასტუმროში – 2173.