ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მიმდინარე წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან თანხის დამატების საჭიროებას ვერ ხედავს.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ხარჯები, სავარადუდოდ, გრიპით ავადობის ეპიდემიასთან დაკავშირებით იქნებოდა გაზრდილი.
“მიმდინარე წელს, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემისთვის თანხის დამატების საჭიროებას ვერ ვხედავ. სავარაუდოდ, ხარჯები გაზრდილი იქნებოდა გრიპით ავადობის ეპიდემიასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველდღიური მონიტორინგი გვაქვს და იმ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც ადმინისტრირებისთვის არის უკეთესი”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.