საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ნიშნები ისევ არ ჩანს. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსს 48 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირდა 5352.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 10,61%, ბოლო 14 დღის – 9,33%, ბოლო 7 დღის – 10,27%.
სულ აცრილია – 688940 ადამიანი, ერთ დღეში 23935 მოქალაქე აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6578 პაციენტი იმყოფენა. კლინიკურ სასტუმროში 3238 ინფიცირებულია მოთავსებული.