47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა. ინფორმაციას კლინიკა “ბომონდი” ავრცელებს, სადაც საკეისრო კვეთა გუშინ ჩაატარდა. კლინიკის ინფორმაციით. ქალბი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა.
“აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.
დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის,” – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.