გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი 5 596 ადამიანს დაუსვეს, რაც ჩატარებული ტესტების – 9,63%-ია.
სულ გუშინ 58 109 ტესტი ჩატარდა. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 8,51%-ია, ბოლო 7 დღის კი – 9,79%.
ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით 47 ადამიანი გარდაიცვალა. დღიურად 10 688 ადამიანი აიცრა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 418 ადამიანი იმყოფება.