გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ 19-ის 4 234 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ომიკრონი 600-ს შემთხვევაში დადასტურდა. ბოლოს 4 ათასზე მეტი შემთხვევა დღიურად გასული წლის 8 დეკემბერს გამოვლინდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 9,41% შეადგინა. 7 დღის დადებითობა 8,17%-ია, ხოლო 14 დღის – 6,61%.
ბოლო 24 საათში 46 პაციენტი გარდაიცვალა.
დღიურად აცრილია 7 699 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 365 კოვიდინფიცირებული იმყოფება.