კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური სტატისტიკა მკვეთრად გაიზარდა – ბოლო 24 საათში ინფექცია 3666 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების ასეთი სტატისტიკა ბოლოს გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დაფიქსირდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,68%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო 7 დღის კი 6,71%-ია.
ამავე პერიოდში გარდაიცვალა 17 პაციენტი.
მკვეთრად გაიზარდა აცრილთა დღიური რაოდენობა, რაც, “ფაიზერის” პრეპარატით აცრების დაწყების ფონზე მოსალოდნელი იყო – ბოლო ერთ დღეში აცრა 13884 ადამიანმა ჩაიტარა, ჯამში აცრილია 418398 ადამიანი.
ასევე გაიზარდა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვი, რომელმაც 5185 შეადგინა.
კლინიკურ სასტუმროში 1763 ადამიანი იმყოფება.