საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 585 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 73 პაციენტი.
გუშინ, 26 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 128 შემთხვევა გამოვლინდა, 5 611 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 095 069 აცრა, დღიურად აცრილია 26 418 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 7 493 ინფიცირებული იმყოფება.