ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები გაუმჯობესდა – კორონავირუსი 705 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 2,12%-ია. დადებითობის მაჩვენებელი 7 დღეში 2,59%-ია, 14 დღიან მონაკვეთში კი 2,75%.
დადებითი ტენდენციაა გარდაცვალების მაჩვენებლის კუთხით – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19-ის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 3 მაისის შემდეგ ლეტალობის მინიმალური დღიური მონაცემია.
რაც შეეხება აცრებს, გუშინ 6184 ადამიანი აიცრა, სულ აცრილია 191001 ადამიანი (მთელი მოსახლეობის 5,2%).
გრძელდება სტაციონარში მოთავსებული ინფიცირებულების რაოდენობის კლება – ამ ეტაპზე საავადმყოფოებში 3230 კოვიდპაციენტი მკურნალობს.