როგორია ბავშვების ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები?
ახალი სტანდარტები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ცვლილებებით შევიდა ძალაში, რომლებიც შესაბამის პროტოკოლში („ახაალი კორონა ვ ირუსით ( SARS -CoV- 2 ) გამოწვეული ინფექციის (COVID- 1 9 ) დიაგნოსტიკა, მართვა და პრევენცია პედიატრიულ პაციენტებში”) შევიდა.
კრიტერიუმები შემდეგია:
რეკომენდებულია ჰოსპიტალიზებული იყოს ყველა პედიატრიული პაციენტი, რომელიც შეესაბამება შემთხვევის განსაზღვრებას, როგორც დადასტურებული/საეჭვო COVID-19, აქვს დაავადების სიმპტომები და ერთ-ერთი რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მაღალი რისკის კრიტერიუმი:
- <1 წლამდე ასაკის ჩვილი
 - კლინიკურად ან რენტგენოგრაფიულად დადასტურებული პნევმონია
 - SpO2 <92% ოთახის ჰაერზე.
 - სუნთქვის უკმარისობა.
 - თანარსებული ქრონიკული მდგომარეობა:
 - ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა).
 - გულსისხლძარღვთა დაავადებები.
 - თირკმელების ქრონიკული დაავადება.
 - ღვიძლის ქრონიკული დაავადება.
 - ნერვ-კუნთოვანი დაავადება.
 - ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი).
 - მეტაბოლური დარღვევები.
 - იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვას, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა).
 - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები
 - გასტროენტერიტის სურათი ზომიერი ან მძიმე დეჰიდრატაციით
 - მუდმივი მაღალი ტემპერატურა 3-5 დღის განმავლობაში.
 - დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტია და არ არის გაუმჯობესება ან გამწვავება პროგრესირებს.
 - მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე).
 

Jandacva.ge