მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ჯანმოს ხელმძღვანელი კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდით შეშფოთებულია

ჯანმოს ხელმძღვანელი კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდით შეშფოთებულია

გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, კოვიდ-19-ით გარდაცვალების შემთხვევები იზრდება. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა.

„დეკემბრის დასაწყისიდან იზრდება ყოველკვირეული სტატისტიკა კოვიდ-19-ით გარდაცვალების შესახებ. მთლიანობაში, ბოლო 8 თვის განმავლობაში 170 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია მსოფლიო ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელიც კორონავირუსის შესახებ იმსჯელებს.

ექსპერტებმა უნდა განიხილონ საკითხი, რჩება თუ არა პანდემია საგანგებო მდგომარეობად, რომელიც საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს.

„კომიტეტის რეკომენდაციების პროგნოზს არ შევუდგები, თუმცა კვლავ ძალიან შეშფოთებული ვარ ბევრ ქვეყანაში არსებული სიტუაციით და გარდაცვალების შემთხვევების ზრდით,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …