მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ჯანდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის მეორე ბუსტერდოზის დაშვება იგეგმება

ჯანდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის მეორე ბუსტერდოზის დაშვება იგეგმება

„COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. 18 წლის ზევით პირებში, ჯერჯერობით, არც ერთ ამ ორგანიზაციას, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმუნიზაციის საბჭომ 18 წლის ასაკიდან ნებისმიერი მოქალაქისთვიწ მეორე ბუსტერ დოზის დაშვების რეკომენდაცია გასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განუცხადა, მეორე „ბუსტერ დოზის“ გაკეთება შეუძლია 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს სამედიცინო მდგომარეობის მიუხედავად.

შეგახსენებთ, რომ მეორე „ბუსტერ“ დოზა აქამდე მხოლოდ 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …