ეპიდსიტიაცია უარესდება – ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ინფექცია 1264 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელმა 6,52% შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი -5,73%-ია, 7 დღეში 6,44%. ბოლო 24 საათში ინფექციას 26 პაციენტი ემსხვერპლა. შედეგად, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა ჯამურმა რაოდენობამ 5714 შეადგინა.
ისევ დაბალია აცრების ტემპი – ერთ დღეში 1572 ადამიანი აიცრა.
მზარდია სტაციონარში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა – კლინიკებში 5247 ადამიანი მკურნალობს, კლინიკურ სასტუმროებში კი 1737.