გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2171 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 8,05%-ია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი გაზრდილია 7 დღის (7,85%) და 14 დღის (5,33%) მონაკვეთშიც.
დღიურად ინფიცირების ასეთი მაჩვენებელი გასული წლის 22 დეკემბრის შემდეგ არ ყოფილა. ლეტალობის დღიური მონაცემი კი 27 იანვრის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულზე დაფიქსირდა.
გარდაიცვალა 24 პაციენტი.
“სინოფარმის” ვაქცინით აცრების დაწყებამ უკვე მოახდინა გავლენა იმუნიზაციის დღიურ მაჩვენებელზე, რომელმაც 2564 შეადგინა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4289 ადამიანია მოთავსებული. კლინიკურ სასტუმროებში კი 744.