მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომლის მთავარ მიზანს  წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სიდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად.  დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის ტრისომიით (ანომალია) გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც ადამიანებში იწვევს მხოლოდ შეზღუდულობას.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად წლის მე-3 თვის 21-ე დღის არჩევის მიზეზი გახდა 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობისათვის ხაზგასმა. სწორედ ეს გენეტიკური ცვლილება იწვევს დაუნის სინდრომის განვითარებას.

დაუნის სინდრომის მსოფლიო  დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა. 2011 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო  დღედ გამოაცხადა და მოუწოდა გაეროს წევრ ყველა ქვეყანას და მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს აქტიურად ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო კამპანიებში.

მთელ მსოფლიოში დღევანდელი რეალობა არის ის, რომ დაუნის სინდრომის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები არ სარგებლობენ საზოგადოებაში სრული და ეფექტური მონაწილეობითა და ჩართვით.

რატომ?

მიზეზი მრავალია. მაგალითად, ცოდნის ნაკლებობა ინკლუზიის და ინკლუზიური სისტემების შესახებ.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

დავფიქრდეთ რას ნიშნავს ინკლუზია. ვიფიქროთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე; როდესაც სხვა ადამიანებთან ერთად ვიღებთ მონაწილეობას ისეთ აქტივობებში, როგორიცაა სკოლა, სამუშაო, დასვენება ან საზოგადოებრივი ცხოვრება.

2022 წელს მთავარი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს. ინკლუზიური გარემოს შექმნა ნიშნავს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის სრულყოფილ ჩართვასა და მონაწილეობას საზოგადოებაში.

#ინკლუზიანიშნავს

21 მარტი „ინკლუზიის“ მნიშვნელობის მსოფლიოსთან ერთად გაზიარების იდეალური შესაძლებლობაა!

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …