მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 2023  წლის ბოლოსთვის კლინიკებს აკრედიტაციის მოპოვებისთვის თვითშეფასება დასრულებული უნდა ჰქონდეთ

2023  წლის ბოლოსთვის კლინიკებს აკრედიტაციის მოპოვებისთვის თვითშეფასება დასრულებული უნდა ჰქონდეთ

მედპსერსონალისთვის მინიმალური ხელფასების დაწესებასა და აკრედიტაციის გავლასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა კლინიკურ სექტორთან შეხვედრა გამართავს, რომელზეც დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კონკრეტულ კრიტერიუმებზე იქნება საუბარი. ამის შესახებ მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

„სექტორთან შეხვედრა გვექნება, სადაც გავაცნობთ კონკრეტულ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც მოხდა ამ მინიმალური ფასების გამოთვლა. ასევე უნდა გავაცნოთ ის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ 2025 წლის იანვრიდან. ეს ძალაში შევა მომდევნო წლიდან, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება ექნებათ 2025 წლის იანვრიდან. 2023 წლის ბოლოს,  2024 წლის დასაწყისისთვის მინიმუმ მოლაპარაკება უნდა ჰქონდეთ აუცილებლად დაწყებული ერთერთთან იმ მრავალრიცხოვანი მააკრედიტებელი საერთაშორისო კომპანიებიდან, სადაც დაგვიდასტურებენ, რომ შეთანხმება და მინიმუმ თვითშეფასება გაკეთებულია და მხოლოდ ამ შემთხვევაში გადავლენ შემდეგ ეტაპზე, 2025 წლის იანვრისთვის კი სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ. მხოლოდ ამ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში ექნებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და შესაბამისად,  სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღონ,“ – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ყველა კლინიკისთვის როგორც მინიმალური ხელფასის, ისე ხარისხის სტანდარტები თანაბარი იქნება როგორც სახელმწიფო ისე კერძო კლინიკებისთვის და ამ კრიტერიუმებით არანაირი გარჩევა არ მოხდება.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …