მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში სახელმწიფომ 134 მილიონი ლარი დახარჯა

2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში სახელმწიფომ 134 მილიონი ლარი დახარჯა

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებობს მიმართულებები, რომელიც მაღალი ხარჯების გათვალისწინებით, უნივერსალურად, პაციენტების სოციალური სტატუსის მიუხედავად იფარება. ასეთია ონკოლოგიური სერვისები – სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია. პროგრამა, ამ მიმართულებით, მუდმივად ფართოვდება, მაგალითისთვის, თუ 2013 წელს, აღნიშნულ მომსახურებებზე გამოყოფილი იყო 2.6 მილიონი ლარი, 2022 წელს, დაფინანსების მოცულობა, 51-ჯერ გაიზარდა და 134 მილიონი ლარი დაიხარჯა“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ონკოლოგიური სერვისები პრიორიტეტებს შორისაა 2023 წელსაც. სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომსახურებების ხარისხი სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან.

„აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. მათზე რეფერენტული ფასების დაწესებით, იქმნება ძალიან საიმედო და მყარი გარანტიები, ფასების ეფექტურად სამართავად“.
თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გარდა, სამინისტრო ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც სხვა, სპეციფიკურ ონკოლოგიურ საჭიროებებს ფარავს.
„ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, რომლის 2023 წლის ბიუჯეტიც 3 000 000 ლარს შეადგენს. ასევე, ინკურაბელური პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამა. სხვა პაციენტებთან ერთად, აქ შედის ონკოლოგიური პაციენტების მომსახურებაც და მისი ბიუჯეტი, 2023 წლისთვის,5 200 000 ლარია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ონკოლოგიური მედიკამენტებისა და სერვისების შესახებ, თამარ გაბუნიამ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 3 მილიონზე მეტ ბენეფიციარის, 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …