გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 2 100 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გუშინდელი მონაცემის იდენტური მაჩვენებელია.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 5,41%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,28%.
ბოლო 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, პანდემიის პერიოდში, კოვიდ 19-მა საქართველოში 13800 ადამიანი იმსხპერპლა. მათგან 11300-მდე ადამიანი მხოლოდ მიმდინარე წელს გარდაიცვალა. წელს დადასტურდა 706 ათასი ახალი შემთხვევა.
დღიურად 5 532 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 551 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროებშიკი – 858.