2021 წელს კლინიკებში მოხვედრილი კოვიდ-პაციენტების 8.1 % დაიღუპა. კერძოდ, ჰოსპიტალიზებულ იქნა 157047 ადამიანი და მათგან დაიღუპა 12665. ესაა ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების ყველაზე მაღალი წილი სხვადასხვა დაავადებათა ჯგუფების მიხედვით. ლეტალობის მაჩვენებლით 6,6%-ით მეორე ადგილზეა სასუნთქი გზების დაავადებები, მესამეზე კი (5%) სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები.
ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ, ჯანმრთერლობის დაცვის 2021 წლის ტატისტიკურ ცნობარში.
ანგარიშის თანახმად, ჰოსპიტალიზაციათა მაღალი რაოდენობით გამორჩეულ დაავადებათა 10 კლასში, ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 4,5%-ია. გარდაცვალების ყველაზე დაბალი წილი (1,4%) ფიქსირდება ორ ჯგუფში: „დაზიანებები, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებები“ და „ნერვული სისტემის დაავადებები“.