2020 წლის 10 სექტემბრის შემდეგ, ქვეყანაში კოვიდ 19-ის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა – ინფექცია 74 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 1,49%-ია. გარდაიცვალა 1 პაციენტი.
ამასთან, 2020 წლის 18 სექტემბრის შემდეგ, ქვეყანას ყველაზე ცოტა ინფიცირებული ჰყავს – ამ ეტაპზე 1681 აქტიური შემთხვევაა. მათგან 347 კლინიკებში მკურნალობს.
რაც შეეხება აცრებს, ერთ დღეში მხოლოდ 26 ადამიანი აიცრა.