მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით 8024 ადამიანი გარდაიცვალა, ადრეული დიაგნოსტიკა ისევ პრობლემაა

2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით 8024 ადამიანი გარდაიცვალა, ადრეული დიაგნოსტიკა ისევ პრობლემაა

2020 წელს, საქართველოში, კიბოს დიაგნოზით 8024 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზეა განთავსებული.

სტატისტიკის თანახმად, 2015-2020 წლებში დაავადების I და II სტადიებზე რეგისტრირებულია კიბოს ახალი შემთხვევების 41.6%; III და IV სტადიებზე რეგისტრირებული დაავადებების წილი კვლავ მაღალია და 41.4%-ს შეადგენს.

ამასთან, ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი კიბოს ყველა ლოკალიზაციისთვის საერთაშორისო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოში დაბალია: 2016-2020 წლებში ყველა ლოკალიზაციის კიბოსთვის ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელმა 55.7% შეადგინა.

2020 წლის მაჩვენებლით, ქალებში რეგისტრირებული ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების 5 ყველაზე მაღალი ავადობის მქონე ლოკალიზაცია ასეთია: სარძევე ჯირკვალი (შემთხვევების 29%), ფარისებრი ჯირკვალი (13%), კოლორექტული (6%), საშვილოსნოს ტანი, საშვილოსნოს ყელი.

კაცებში კი კიბოს წარმოქმნის ყველაზე ხშირი ლოკალიზაციებია: ტრაქეა, ბრონქი, ფილტვი (13%), წინამდებარე ჯირკვალი (12%), შარდის ბუშტი, კოლორექტული, ხორხი.

ყოველწლიურად კიბოს დიაგნოზს ქვეყანაში 10 ათასამდე ადამიანს უსვამენ.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …