მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 2012 წლის შემდეგ ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება 5000-ჯერ გაიზარდა

2012 წლის შემდეგ ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება 5000-ჯერ გაიზარდა

2012 წლის შემდეგ ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება 5ათასჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გადაცემა „ბიზნესპოსტში“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წელს ქვეყანაში მედიკამენტები პრაქტიკულად არ ფინანსდებოდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებია. 2012 წლის ბოლოს, გაბუნიას თქმით, ამ მიზნით სახელმწიფოს მხოლოდ 7 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი, რაც დღეს 5 ათასჯერ და მეტადაა გაზრდილი, ბენეფიციარების რაოდენობა კი 300 ათასს აღწევს.

„ეს პროგრამები იძლევა საშუალებას, ყველაზე დიდი ტვირთი, რაც ჩვენს ქვეყანაში იწვევს ავადობას, მოვხსნათ და გარდაცვალება შემცირდეს,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, რეფერენტული ფასები არის ძალიან მძლავრი მექანიზმი, რომ ეს ბაზარი დარეგულირდეს და მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან სამედიცინო სერვისსა და მედიკამენტებზე.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …