ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3141 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 7,75%, 14 დღის – 6,28%, 7 დღის – 6,92%.
გასულ დღე-ღამეში 20 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
გუშინ აიცრა 14210 ადამიანი და აცრილთა ჯამურმა რაოდენობამ 432795 შეადგინა.
ჰოსპიტლებში 5256 პაციენტი მკურნალობს.