საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები გაიზარდა. ეს დადებითობის, ანუ ჩატარებული ტესტებიდან კოვიდინფექციის დადასტურების პროცენტულ მაჩვენებელში გამოიხატება და ამ მაჩვენებელმა, დღიურ ჭრილში 5,49% შეადგინა. ბოლო 14 დღეში დადებითობა 3,01%-ს, ბოლო 7 დღეში კი 3,68%-ს შეადგენს.
რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფექციის 1407 შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა 10 ადამიანი.
სულ აცრილია – 272810, დღიურად აცრილია – 3667. შესაბამისად, ვაქცინაციის პირველ დღეს აცრილთა რაოდეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ დღიურ ნიშნულს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დასახა – 20-დან 25 ათასამდე აცრილი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2961 ინფიცირებული იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში 837.