17 აპრილიდან დღემდე, 24 საათში კოვიდ-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 10-ს პირველად ჩამოსცდა. ბოლო დღე-ღამეში ინფექციას 9 ადამიანი ემსხვერპლა.
აღნიშნულ პერიოდში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 699 ფაქტი, შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელმა 2,05% შეადგინა, 7 დღის მონაკვეთში ეს მონაცემი 2,4%-ია, 14 დღის მონაკვეთში კი 2,45%.
რაც შეეხება აცრებს, ჯამში აცრილია 248545 ადამიანი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 3201-ია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2592 ადამიანი იმყოფება, რაც აქტიური შემთხვევების 30,4%-ია.