ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების მორიგი რეკორდი დაფიქსირდა, კორონავირუსი 17 530 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გაკეთებული ტესტების 22,42%-ია. ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 15,32%-ია, ბოლო 7 დღეში – 19,58%.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 092 684 , ბოლო 24 საათში – 17 530
დღიურად აცრილია 7 661 ადამიანი. ამასთან, კლინიკებზე დატვირთვა არ იზრდება – ამ ეტაპზე კოვიდ-ჰოსპიტლებში 4 651 პაციენტი იმყოფება.
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 39 კოვიდ-პაციენტი დაიღუპა.