ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის დადასტურების რეკორდული მაჩვენებელი – 15 762 ფაქტი დაფიქსირდა. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 21,24%, ბოლო 14 დღის – 14,15%, ბოლო 7 დღის – 18,01%.
ასევე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული ტესტების რაოდენობამ – 24 საათში 74 200 ადამიანი გაიტესტა.
ამ ფონზე აცრების დღიური მაჩვენებელი მხოლოდ 8 634-ია.
სტაციონარებში 4 595 პაციენტი იმყოფება.
კლინიკურ სასტუმროში 2 064 ინფიცირებულია მოთავსებული.
გასულ დღე-ღამეში ინფექციას 42 ადამიანი ემსხვერპლა.