ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების და დაღუპულთა დღიური მაჩვენებელი გაუარესებას განაგრძობს. გასულ დღე-ღამეში ვირუსი 1578 პირს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 5,76%-ია. ბოლო 7 დღეში დადებითობის მაჩვენებელმა 4,48%, 14 დღეში კი 4,19% შეადგინა.
დაიღუპა 17 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 909 პაციენტი.
შედარებით მომატებულია ვაქცინაციის მაჩვენებელი – ერთ დღეში აიცრა 1552 ადამიანი, ჯამში კი აცრილია 40095 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3644 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში კი – 694.