საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა – გასულ დღე-ღამეში ინფექციას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, შემცირდა ინფიცირების დღიური სტატისტიკა და 1310 შეადგინა. შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელმა შეადგინა: დღიური – 4,33%, ბოლო 14 დღის – 3,38%, ბოლო 7 დღის – 4,16%.
გამოჯანმრთელდა 632 ადამიანი.
შემცირებულია აცრის დღიური მაჩვენებელი და გასული დღე-ღამის მონაცემით 892 შეადგინა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 31911 პირია აცრილი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3363 პაციენტი იმყოფება.