კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელმა საქართველოში 12 ათასს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკით, ვირუსის გართულებების შედეგად ქვეყანაში 12 054 ადამიანია დაღუპული. მათგან 2 ათასი – მხოლოდ მიმდინარე თვეში. ბოლო დღე-ღამეში კი ვირუსს 80 ადამიანი ემსხვერპლა.
მაღალია დადებითობის მაჩვენებელი და შეადგენს: დღიური – 9,38%, ბოლო 14 დღის – 8,96%, ბოლო 7 დღის – 8,95%.
დღიურად აცრილია 13 603 აცრა ჩატარდა.
სტაციონარებში 6 554 ადამიანი მკურნალობს, კლინიკურ სასტუმროებში – 1 135.