ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა.
ლატარიის კომპანიის ინფორმაციით, Stopcovid ლატარია ,,აიცერი და მოიგეს’’ პირველი 10 000 ლარის მოგებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოს ის, რომ მოგებული ,,სინოფარმის’’ ვაქცინით არის აცრილი. მას მოგებული თანხაც უახლოეს მომავალში გადაეცემა.
თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი -ეს ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანება 5000, 1500 და 1000 ლარი მოიგეს.
მოგებულებს ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ წარმომადგენლები უხლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და მოგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ისინი ასევე
NCDC – ის ბაზაში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
გათამაშების შედეგების გადამოწმება ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრის სპეციალურ შედეგების გრაფაში შეყვანით.
ლატარია ,,აიცერი და მოიგეს’’ გათამაშება 14 სექტემბრიდან იმართება და ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 180 400 ლარი, ხოლო მოგებულია 1137 ადამიანი.