მთავარი » ჯანდაცვა » ზუგდიდის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ 50 ბენეფიციარს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა
ჯანდაცვის კომისიამ, რიგით მე-10 კომისიის სხდომაზე, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება 50 ბენეფიციარს დაუფინანსა,

ზუგდიდის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ 50 ბენეფიციარს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ, რიგით მე-10 კომისიის სხდომაზე, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება 50 ბენეფიციარს დაუფინანსა,

– ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, ძვირადღირებული ოპერაცია 7, კომპიუტერული ტომოგრაფია 6, ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა კი 2 მოქალაქეს დაუფინანსდა.

32 ბენეფიციარი ჩაერთო C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში. ცერებრალური დამბლით დაავადებულ 3 ბენეფიციარს სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა.

აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე 15 500 ლარი დაიხარჯა.

სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია უძღვებოდა.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …