მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილთა რაოდენობა იზრდება

საქართველოში ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილთა რაოდენობა იზრდება

საქართველოში ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილთა წილი იზრდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უახლესი მონაცემებით, რომლებიც 2020 წელს ასახავს და სამშობიარო სახლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ქვეყანაში ბუნებრივ კვებაზე ცოცხალშობილთა 93.8% (43341) იმყოფებოდა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 88.9 % (42454) იყო.

სპეციალისტების განცხადებით, დედის რძე ბავშვის სწორი განვითარებისათვის ყველა საჭირო ნივთიერებას შეიცავს და ძალიან კარგად გადამუშავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს ნაკლებად აწუხებთ ყაბზობა და კუჭის აშლილობა. რაც ყველაზე მთავარია დედის რძე შეიცავს ბუნებრივ ანტისხეულებს სხვადასხვა დაავადების მიმართ.

ასევე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ქალებს, რომლებიც პატარას ძუძუთი კვებავენ, უფრო იშვიათად ემართებათ საკვერცხის და ძუძუს კიბო.

იხილეთ ასევე

გართულებული ეპიდვითარების გამო, თბილისსა და ქუთაისში დამატებითი კოვიდსასტუმროები ამოქმედდა

საქართველოში კოვიდსასტუმროების რაოდენობა ორით გაიზარდა. თითო-თითო ასეთი დაწესებულება დამატებით თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური …