ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ, რიგით მე-10 კომისიის სხდომაზე, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება 50 ბენეფიციარს დაუფინანსა,
– ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, ძვირადღირებული ოპერაცია 7, კომპიუტერული ტომოგრაფია 6, ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა კი 2 მოქალაქეს დაუფინანსდა.
32 ბენეფიციარი ჩაერთო C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში. ცერებრალური დამბლით დაავადებულ 3 ბენეფიციარს სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა.
აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე 15 500 ლარი დაიხარჯა.
სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია უძღვებოდა.