მთავარი » ჯანდაცვა » ზოგს ჩვენი ვალი აქვს, ზოგის ვალი ჩვენ გვაქვს
ზოგს ჩვენი ვალი აქვს, ზოგის ვალი ჩვენ გვაქვს. მთავარია, ყოველ თვე ვარიგებთ ხელფასს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ფინანსური პრობლემებისა და გარღვევების შესახებ, დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილში გაჟღერებულ ინფორმაციას.

ზოგს ჩვენი ვალი აქვს, ზოგის ვალი ჩვენ გვაქვს

ზოგს ჩვენი ვალი აქვს, ზოგის ვალი ჩვენ გვაქვს. მთავარია, ყოველ თვე ვარიგებთ ხელფასს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ფინანსური პრობლემებისა და გარღვევების შესახებ, დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილში გაჟღერებულ ინფორმაციას.

ვეფხია ოდიშარია კონკრეტულ ციფრებზე, თუ ვის რამდენი აქვს დავალიანება, არ საუბრობს და აცხადებს, რომ “ეს არის მუშა პროცესი და ყველაფერი გასწორდება”.

რაც შეეხება უშუალოდ ცენტრის დირექტორის მოადგილის, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას, ვეფხია ოდიშარიას განცხადებით, სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებისთვის დაუჯერებელია მის მიმართ წაყენებული ბრალდება.

“ვთანამშრომლობთ საყოველთაო ჯანდაცვასა და სადაზღვევო კომპანიებთან. კლინიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ვცდილობთ სერვისების გაფართოებას. ჩვენც ვერ ვიჯერებთ მოწამვლის, თუ რასაც აცხადებენ იმ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ. დაუჯერებლად მიმაჩნია და გაკვირვებული ვართ ყველანი”, – აცხადებს ვეფხია ოდიშარია.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა წერილი გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა.

წერილში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში არსებულ ფინანსურ პრობლემებზეც არის საუბარი. კერძოდ, დეკანოზი გიორგი მამალაძე წერს, რომ სამედიცინო ცენტრს 5 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.

“ჩვენ ფინანსური შემოწმება ჩავატარეთ საპატრიარქოს კლინიკაში, სადაც აღმოჩნდა 5 მლნ. ლარამდე დავალიანება, რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც სავარაუდოდ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც”, – წერია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში, რომელსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …