მთავარი » ჯანდაცვა » ზიკა ვირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში და მესამე ავსტრალიაში

ზიკა ვირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში და მესამე ავსტრალიაში

ზიკა ვირუსის პირველი შემთხვევა   ჩინეთში ოფიციალურად დადასტურდა.

დაავადებული 34 წლის მამაკაცია, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობიდან ახლახანს დაბრუნდა. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსის გავრცელების საშიშროებას ზამთრის სიცივეების გამო ვერ ხედავს. ამჟამად დაავადებული ჰოსპიტალურ მკურნლობას გადის და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ზიკა ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ავსტრალიაში დაფიქსირდა. დაავადებული ქვინსლენდში მცხოვრები ფეხმძიმე ქალია. ის ვირუსით მოგზაურობისას დაინფიცირდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ავსტრალიაში ზიკა ვირუსის გავრცელების მესამე შემთხვევა. ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროსგანცხადებით,ვირუსით დაავადებულები ქვეყნის გარეთ მოგზაურობისას დაინფიცირდნენ.

ზიკა ვირუსი ძირითადად სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული და ის კოღოების საშუალებით ვრცელდება. დაინფიცირებულისთვის ვირუსი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს,თუმცა საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან სწორედ ზიკა ვირუსს უკავშირებენ მიკროცეფალიის დიაგნოზით დაბადებულ ათასობით ბავშვს.

ჯანდაცვის მსოფლი ოორგანიზაცი ამ ვირუსთან დაკავშირებით, გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

bbc.com

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …