დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე რეგიონულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ ადმინისტრაციულ შენობას ესტუმრება.
ზაზა სოფრომაძე პირადად გაეცნობა პერსონალის სამუშაო პირობებს, ასევე, სადისპეტჩეროს დაათვალიერებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტექნიკური გადაიარაღების შესახებ ისაუბრებს.
უახლოეს მომავალში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს.
რეგიონული სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟიკარდიოგრაფებით, დეფიბრილატორებით, სატრაქციო და ხერხემლის საიმობილიზაციო არტაშნებით,კისრის საყელოებით, მექანიკურმქაჩებით, სამედიცინო ჩანთებით, ჟანგბადის ბალონებით, საინტუბაციო კომბინირებული მილებითა და პორტატული პულსოქსიმეტრებით აღიჭურვება.
ტექნიკური გადაიარაღების ფარგლებში, მომავალი წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 20 ახალ სპეც-ავტომობილსაც გადასცემს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური აღჭურვა 2014 წლის ოქტომბრიდან, ავტოპარკის განახლებით დაიწყო. 100 მაღალი და 80 საშუალო გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა რეგიონებში გეოგრაფიული პრინციპით გადანაწილდა.