მთავარი » ჯანდაცვა » ზაზა სოფრომაძე კლინიკა მედალფაში
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე კლინიკა „მედალფას“ ეწვევია და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ექიმების მოსაზრება მოისმინა.

ზაზა სოფრომაძე კლინიკა მედალფაში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე კლინიკა „მედალფას“ ეწვევია და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ექიმების მოსაზრება მოისმინა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 1 ივლისს დაიწყო და კლინიკებში უკვე 800-მდე ბენეფიაციარია დარეგისტრირებული.

ახალი პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 – ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

  •  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  •  ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
  •  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  •  დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)

მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება დაახლოებით რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს ექნება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …