შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე კლინიკა „მედალფას“ ეწვევია და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ექიმების მოსაზრება მოისმინა.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 1 ივლისს დაიწყო და კლინიკებში უკვე 800-მდე ბენეფიაციარია დარეგისტრირებული.
ახალი პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 – ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)
მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება დაახლოებით რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს ექნება.