მთავარი » ჯანდაცვა » ზაქარეიშვილი: მე არაფერი მაწუხებს, მაგრამ ჯანდაცვა ასეთი კარგი არასდროს ყოფილა
რამდენჯერაც მივმართეთ ჯანდაცვას მე და ჩემი ოჯახის წევრებმა, ყოველთვის მივიღეთ იმაზე უკეთესი მომსახურება, ვიდრე ველოდით - პაატა ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილი: მე არაფერი მაწუხებს, მაგრამ ჯანდაცვა ასეთი კარგი არასდროს ყოფილა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და გლობალური ალიანსის პრეზიდენტ, ჟან ელი მალკინთან ერთად 22 იანვარს ბრიფინგი გამართა, სადაც  ახალი სოციალური კამპანიის “რა გაწუხებთ” წამოწყების შესახებ ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული კამპანია 25 იანვარს დაიწყო.

როგორც სერგეენკომ განმარტა, პროექტი “რა გაწუხებთ” მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაციის, მათი სურვილების, მოლოდინებისა და საჭიროებების განსაზღვრისთვის შეიქმნა.

რა აწუხებთ მინისტრებს? “აიპრესმა” ამ კითხვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს მიმართა.

“მე არაფერი მაწუხებს, კმაყოფილი ვარ, რაც ხდება ჯანდაცვაში, ასეთი კარგი ჯერ არ ყოფილა. რა თქმა უნდა, პრობლემები იქნება, მაგრამ ჯერჯერობით რამდენჯერაც მივმართეთ ჯანდაცვას მე და ჩემი ოჯახის წევრებმა, მე ნაკლებად მაწუხებს ჯანმრთელობა, ყოველთვის მივიღეთ იმაზე უკეთესი მომსახურება, ვიდრე ველოდით. ამ წუთში არაფერი არ მაწუხებს, პირიქით, კმაყოფილი ვარ იმით, რაც ხდება ჯანდაცვაში”,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …