90 წლის ელენა გრიფინგი ლოიალური თანამშრომლის ცნებას სრულად ამართლებს. სულ ცოტა ხნის წინ სანფრანცისკოელმა ექიმმა Bay Area-ს ჰოსპიტალში მოღვაწეობის 70 წლისთავი აღნიშნა.
ჟურნალისტებთან გრიფინგი ამბობს, რომ პენსიაზე გასვლა სრულებით არ ეჩქარება. ათწლეულების განმავლობაში გრიფინგი სან ფრანცისკოს Bay Area-ს ჰოსპიტალში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, თითოეული დღე სამსახურში მისთვის დღესასწაულია.
ეს ჩემი ჰოსპიტალია, აქ ყოველდღე დიდი სიხარულით მოვდივარ. – ამბობს გრიფინგი.
ჰოსპიტალის თანაშრომლების ცნობით, 70 წლის განმავლობაში გრიფინგმა სამსახური მხოლოდ 4 ჯერ გააცდინა, ისიც ავამდყოფობის გამო. 15 წლის წინ კვირა დღეს მან ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა. მეორე დღეს კი სამსახურში გავიდა, თუმცა დირექტორმა ახალნაოპერციები სახლში გააბრუნა.
გრიფინგი კი იჟინებდა, რომ ის თავისუფლად ფლობდა ხელებს, შესაბამისად აბსოლუტურად შრომისუნარიანი იყო.
1946 წლის 10 აპრილი – მაშინ ელენა გრიფინგს სამსახურში პირველი დღე ჰქონდა. მას შემდეგ 70-მა წელმა ჩაიარა, და 2016-შიც ის თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობს.
წლების განმავლობაში ელენა ექთნად, ლაბორანტად, ენდოკრინოლოგად მუშაობდა. მას იცნობენ, როგორც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მოყვარულს. დღეს ელენა გრიფინგი Bay Area-ს ჰოსპიტალში პაციენტების განწყობაზე ზრუნავს.
ის ამბობს, რომ საქმეზე გიჟდება და საკუთარი სურვილით სამსახურს თავს არასოდეს დაანებებს.