მთავარი » ჯანდაცვა » ყველაზე დიდი გამოწვევა ამბულატორიულ მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა იყო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ამბულატორიულ მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა იყო.

ყველაზე დიდი გამოწვევა ამბულატორიულ მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა იყო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ამბულატორიულ მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა იყო.

ამის შესახებ სერგეენკომ პაციენტებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ამოქმედების კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროგრამის პირველი ეტაპი, რომელიც დღეს ამოქმედდა, 770 ათას ადამიანეზე გავრცელდება, რომლებსაც 100 ათასზე ნაკლები ქულა გააჩნიათ.

„ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე. ეს არის მედიკამენტი, რომელიც მათ უნდა მიიღონ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და სამედიცინო დაწესებულების გარეთ.

პირველი ეტაპი დაიწყო სწორედ დღეს, დღეს გავრცელდება მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც აქვს 100 ათასზე ნაკლები ქულა და ეს არის სადღაც 770 ათასი ადამიანი. საბედნიეროდ, მათგან ყველას არ აქვს ქრონიკული დაავადებები. ჩვენ წინასწარ გავთვალეთ ამ მედიკამენტების საჭიროება და დღეიდან დაწყებული, ამ ადამიანებს შეეძლებათ, რომ მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმს. ის გამოუწერს შესაბამის რეცეპტს და „პე-ეს-პე“-ს ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ, მიიღონ საჭირო წამალი,“- განაცხადა მინისტრმა.

medianews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …