მთავარი » ჯანდაცვა » ყველას მოვუწოდებ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა – ანტიბიოტიკები
ყველას მოვუწოდებ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა - ანტიბიოტიკები,განაცხადა დაავადებათ კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა, პაატა იმნაძემ.

ყველას მოვუწოდებ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა – ანტიბიოტიკები

ყველას მოვუწოდებ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა  – ანტიბიოტიკები, – განაცხადა დაავადებათ კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

იმნაძემ დაწესებულებათა მენეჯერებს მიმართავს, გაციებული თანამშრომლები გამოჯანმრთელებამდე სამსახურიდან გაათავისუფლონ.

მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ პრევენცია მაინც აუცილებელია.

„ყველა გრიპი არის H1N1 ტიპის, მოხლოდ ერთია H3. ყველას მოვუწოდებ, რომ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა  – ანტიბიოტიკები. ეპიდემია შეიძლება მაშინ იყოს, როდესაც 100 000 კაცზე 500-600 დაავადებული გვყავს. ახლა ეს ნიშნული არ არის. გაციების პიკი თებერვლის ბოლოსკენ არის მოსალოდნელი. მენეჯერეს მოვუწოდებ, რომ გაციებული თანამშრომლები სამსახურში არ დაუშვან და გამოჯამრთელებამდე გაათავისუფლონ“, -აღნიშნა იმნაძემ.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …