მთავარი » ჯანდაცვა » ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ არსებულ თუ სხვა მისამართზე შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს
ველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ არსებულ თუ სხვა მისამართზე შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს,- დავით სერგეენკო.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ არსებულ თუ სხვა მისამართზე შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს

ველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ არსებულ თუ სხვა მისამართზე შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც ინფექციურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში არის შიდა ინტერესების დაპირისპირება.

„კონფლიქტი ექიმს და პაციენტს შორის არის ცალკე საკითხი და იქ მომუშავე ადამიანების, სამწუხაროდ ორი სხვადასხვა ჯგუფის განსხვავებული შეხედულება „ავერსთან“ თუ სხვა კომპანიებთან, არის ცალკე საკითხი. ეს არის შიდა ინტერესების დაპირისპირება. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ინფექციური სნეულებათა საავადმყოფი, ზოგადად სამსახური, არის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ობიექტმა ამ მისამართზე ან სხვა მისამართზე იფუნქციონიროს შეფერხების გარეშე“, – განაცხადა სერგეენკომ.

ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები ”ავერსის” მშენებარე კლინიკის მუშებს მათი ერთ-ერთი ექიმი მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელმა, მარიკა მირზაშვილმა განუცხადა, დაპირისპირება ავტომობილის პარკირებას მოჰყვა.

მისივე თქმით, მომხდარზე ინფორმირებულები არიან სამართალდამცველები და დაზარალებული ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

ინფექციური საავადმყოფო და ”ავერსის” მშენებარე კლინიკა ერთი და იმავე ეზოშია.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …