მთავარი » მსოფლიო » ყავა ღვიძლის ციროზის განვითარების რისკებს ამცირებს
დღეში ფინჯანი ყავა, რომ ენერგიის წყაროა და შრომისუნარიანობას ამაღლებს, არავინ დაობს.ყავის სმა ადამიანებს ციროზის განვითარების რისკს შეუმცირებს.

ყავა ღვიძლის ციროზის განვითარების რისკებს ამცირებს

დღეში ფინჯანი ყავა, რომ ენერგიის წყაროა და შრომისუნარიანობას ამაღლებს, არავინ დაობს.

ბრიტანეთის საუთემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი კი ბოლო დროს ყავისა და ღვიძლის დაავადებების პრევენციის კავშირზე ალაპარაკდა.

 ,,ბოლო პერიოდის განმავლობაში ღვიძლის დაავადებები, განსაკუთრებით ციროზი, ძალიან მომრავლდა. ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანების უმრავლესობისთვის ის კარგად  ნაცნობია. ხშირ შემთხვევაში ციროზი არ ინკურნება და შედეგები ფატალური ხდება. ბოლო პერიოდის აღმოჩენით კი რეკომენდებულია ყავის სმა, რადგან ის ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანებს ციროზის განვითარების რისკს შეუმცირებს“

– ნათქმვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი ცხადყოფს, რომ ფინჯანი ყავა ციროზის განვითარების რისკს 22%-ით ამცირებს, 2 ფინჯანი 43%-ით, 3 კი 57%-ით.

საინტერესოა, რომ ყოველდღიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში 36 427 ადამიანი ციროზისგან იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, ციროზის განვითარების 50% ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.

medicaldaily.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …