მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » WHO: ყოველწლიურად ეკოლოგიური პირობების გამო 7 მილიონი ადამიანი იღუპება
ყოველწლიურად, შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი ეკოლოგიური მდგომარეობის და ჰაერის დაბინძურების გამო იღუპება.დაბინძურების ძირითადი წყაროა გამონაბოლქვი.

WHO: ყოველწლიურად ეკოლოგიური პირობების გამო 7 მილიონი ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის ქალაქები დაასახელა, სადაც ჰაერი  ყველაზე მეტად დაბინძურებულია. ინფორმაციას ორგანიზაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ორგანიზაციის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჰაერი ყველაზე მეტად ირანის ქალაქ ზაბოლშია დაბინძურებული, სადაც ზაფხულის თვეებში ძირითადად ქალიშხალი მძვინვარებს.

ჰაერის დაბინძურების მიხედვით, მსოფლიოში მეორე და მესამე ადგილს ინდოეთის ქალაქები გვალიორი და ალაჰაბადი იკავებს.  მეოთხე და მეხუთე ადგილს- საუდის არაბეთის ქალაქი ერ-რიადი და ელ-ჯუბაილი. მომდევნო პოზიციებს  ინდოეთის ქალაქები პატნა და რაიპური იკავებს. ამავე მონაცემებით, ინდოეთის დედაქალაქი დელი სიაში მე -11 ადგილს იკავებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ კვლევა შესაძლოა არასრულად ასახავდეს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც მთელ მსოფლიოში არსებობს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ბევრ ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შეფასება არ ხდება, შესაბამისად, უბრალოდ შეუძლებელია აღნიშნულ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შეფასდეს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჰაერით დაბინძურებული ქალაქებში  ფილტვის კიბოს და ინფარქტის შემთხვევები უფრო ხშირად ხდება. ყოველწლიურად,  შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი არახელსაყრელი ეკოლოგიური მდგომარეობის და ჰაერის დაბინძურების გამო იღუპება. მათ შორის ჰაერის დაბინძურების  ძირითადი წყაროა: აირების გამონაბოლქვი: დიზელზე მომუშავე ავტომობილები, გათბობის და კონდიცირების სისტემები, ნაგავი, ნახშირის მტვერი და სხვა. 

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …